ახალი ამბები

უშიშროების მინისტრი მოსკოვში

(თბილისი. 14 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 14 იანვარს, საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია რუსეთში გაემგზავრა, სადაც თავის რუს კოლეგასთან გამართავს მოლაპარაკებებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ეს სამუშაო ვიზიტია, რომლის დროსაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

პრეზიდენტის ინფორმაციით მოსკოვში ვიზიტს უახლოეს დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილიც გეგმავს.

მოსალოდნელია, რომ ძალოვანი მინისტრების რუსეთში ვიზიტისას პანკისში შექმნილი ვითარება განიხილონ, სადაც ამჟამად საკმაოდ დაძაბული ვითარებაა.

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მთავრობას პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეომრების შეფარებაში გამუდმებით ადანაშაულებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button