ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტები დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

(თბილისი. 10 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს იურიდიულ საკითხთა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტები “დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების” შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული, როდესაც მინისტრი, ამჟამად დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი იყო.

მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს ორივე საპარლამენტო კომიტეტი დაუჭერს მხარს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადეიშვილი, ისევე რომგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილი, რადიკალ რეფორმატორთა ფრაქციის “მოძრაობა დომოკრატიული რეფორმებისთვის” წევრები არიან, სადაც მიხეილ სააკშვილიც არის გაერთიანებული.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button