ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო რადიაციის წყაროს ლიკვიდაციისთვის ფინანსებს ითხოვს

(თბილისი. 8 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ნინო ჩხობაძემ წალენჯიხის რაიონში აღმოჩენილი რადიაციის წყაროს ლიკვიდაციისათვის ფინასთა სამინისტროს 40,000 ლარს სთხოვს.

“ეს თანხა სპეციალური კონტეინერების შესაძენად იქნება საჭირო, რომლითაც ტყიდან რადიაციის წყარო უნდა გამოიტანონ,” განაცხადა 8 იანვარს ნინო ჩხობაძემ.

ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო 60,000 ლარს ითხოვს, სამი ადგილობრივი მაცხოვრებლის მკურნალობისთვის, რომლებმაც გასული წლის დეკემბერში მიიღეს დასხივება. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

წალენჯიხის რაიანის სოფელ ლიასთან, ტყეში აღმოჩენილი რადიაციის წყარო, სავარაუდოდ სტრონციუმ 90 უნდა იყოს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button