ახალი ამბები

აფხაზეთში რუსეთთან ერთად შესაძლოა დ.ს.თ.-ის სხვა ქვეყნების სამშვიდობო ძალები შევიდნენ

(თბილისი. 5 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – “ქართულ-აფხაზეთური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებთან ერთად დ.ს.თ.-ის სხვა ქვეყნების მშვიდობისმყოფელებიც უნდა იყვნენ,” განაცხადა 4 იანვარს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ დსთ-ს აღმასრულებელმა მდივანმა იური იარივმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის, განცხადებით საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს რამოდენიმე ქვეყანასთან სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. 

რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატი 2001 წლის 31 დეკემბერს ამოიწურათ.

უახლოეს დღეებში გაიმართება საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება სამშვიდობო ძალებისთვის მანდატთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button