ახალი ამბები

კონსულტაციები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაიწყო

(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 4 იანვარს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ საპარლამენტო ფრაქციებთან და კომიტეტებთან 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიოწყო.

სახელწიფო მინისტრი ფრაქციებს მრეწველები, ალიანსი ახალი საქართველოსთვის, თანადგომა და უშიშროების და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მრეწველები ითხოვენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის 50 მილიონი ლარის გამოყოფას. ალიანსი ახალი საქართველოსთვის მოითხოვს პედაგოგებისთვის ხელფასების გაორმაგებას. უშიშროების და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი 2002 წლის ბიუჯეტს იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ შეიარაღებულ ძალების დაფინანსება 71 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

პარლამენტარების უმრავლესობა 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.  საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტს იანვრის შუა რიცხვებისთვის განიხილავს. 

Back to top button