ახალი ამბები

საქართველო სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას აპირებს

(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2002 წელს რადიკალურ სამხედრო რეფორმების გატარებას აპირებს,” განაცხადა 3 იანვარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა, ნატო-სა და ალიანსის  პარტნიორ ქვეყნებთან სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების მხრივ იქნება ორიენტირებული. ბეჟუაშვილის განცხადებით, ამ მხრივ საქართველო დიდ ბრიტანეთთან და ბალტიისპირეთის ერთ-ერთ სახელმწიფოსთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.

საქართველ უკვე ჩართულია ამ სახის სამხედრო ურთიერთობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თურქეთთან.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button