ახალი ამბები

სომხეთს კვლავ აღელვებს თურქეთის მიერ მარნეულის აეროდრომის შესაძლო გამოყენება

(თბილისი. 27 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “თურქეთის საჰაერო ძალების მიერ მარნეულის აეროდრომის გამოყენება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის,” განაცხადა 27 დეკემბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიქაელ არუთუნიანმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ინფორმაცია თურქეთის მიერ მარნეული აეროდრომის გამოყენების შესახებ კატებგორიულად უარყვეს.

2000 წელს თურქებმა დააფინანსეს მარნეულის აეროდრომის აღდგენითი სამუშაოები.

Back to top button