ახალი ამბები

თურქეთი არ გამოიყენებს მარნეულის სამხედრო აეროდრომს

(თბილისი. 26 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას თურქეთის საჰაერო ძალების მიერ მარნეული სამხედრო აეროპორტის შესაძლო გამოყენების თაობაზე. რამოდენიმე დღის წინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, საქართველო-თურქეთს შორის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე, რომელიც, რომელიც თურქეთის მხარეს მარნეულის აეროდრომის გამოყენების საშუალებას აძლევს.

ამ ინფორმაციასტან დაკავშირებით, ოფიციალურმა სომხეთმა შეშფოთება გამოხატა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ასევე უარყო ამ ხელშეკრულების არსებობა. “საქართველო არასდროს წავა თავისი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სომხეთის წინააღმდეგ,” განაცხადა მან.

2000 წელს თურქეთის მხარემ მარნეულის აეროდრომის რეკონსტრუქცია დააფინანსა.

Back to top button