ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 24 დეკემბერი. 2001

24 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთის საკითხის განხილვა თებერვალში, საგაზაფხულო სესიაზე მოეწყობა. მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაფართოვებული ბიუროსა და აფხაზეთის დროებით საპარლამენტო კომისიის ერთობლივ სხდომაზე გადაწყდება საკითხების ზუსტი ნუსხა, რომელის სესიაზე უნდა იქნას განხილული.

Pპარლამენტის თავჯდომარემ გააკეთა ინფორმაცია, რომ მან თხოვნით მიმართა ეუთო-ს მისიას, რათა თებერვალში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილონ სოხუმის ოფისის მასალები, რომელიც როგორც წესი გასაიდუმლოებულია.

ბიუროს წევრებმა საყვედურები გამოთქვეს მთავრობის მისამართით ბიუჯეტის საბოლოო პროექტის არ წარმოდგენის გამო. ეკონომიკური პროფილის კომიტეტებმა გამოთქვეს შიში არსებული სახით ბიუჯეტის შესაძლო ჩავარდნასთან დაკავშირებით. ფრაქციათა უმრავლესობა ემხრობოდა აზრს, რომ ჯერ ფრაქციებს შიგნით განხილულიყო ბიუჯეტი და შემდეგ გაეტანათ სესიაზე. დეპუტატებმა ასევე დაუშვებლად მიიჩნიეს ბიუჯეტის განხილვის თებერვლისთვის გადატანა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა Mმარიამ ცაცანაშვილმა აცნობა ბიუროს, რომ პრეზიდენტი ხუთშაბათს ან პარასკევს დანიშნავს რიგგარეშე სესიას.

Bბიურომ მხარი დაუჭირა ამირან გამყრელიძეს ჯანმრთელობის მინიტრის პოსტზე, გია არსენიშვილს ავსტრია, ჩეხეთსა, სლოვაკეთსა და სლოვენიაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნას; ლევან მიქელაძეს ავსტრიაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად.

ბიუროს სპეციალური მოწვევით ინფორმაცია გააკეთა გენერალურმა პროკურორმა Nნუგზარ გაბრიჩიძემ. მან დეტალურად მიმოიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის არჩევის დროს აღიძრა ბიულეტენების გაყალბებასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ორი პროცედურა დარჩა ჩასატარებელი და 20 დღეში საქმე გაიხსნება.

ბადრი ბიწაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გაბრიჩიძემ თხოვნით მიმართა პარლამენტს, რომ არ ჩაერიოს აპოლიტიკური სტრუქტურის საქმიანობაში, მათ შორის საკადრო საკითხების გადაწყვეტაშიც.

ბიურომ დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეიტანა.

Back to top button