
მოქალაქეთა კავშირი თავმჯდომარის გარეშე
(თბილისი. 22 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – მოქალაქეთა კავშირის სხდომამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. “შეხვედრის დაძაბულობის გარეშე ჩატარება გამოიწვია მხარეებს შორის შეთანხმებამ და კომპრომისმა,” განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურა ჟვანიამ. როგორც მოსალოდნელი იყო პარტიის წევრებმა თავმჯდომარის პოსტი გააუქმეს. შემდეგ სხდომამდე 9 კაცისგან შემდგარი ჯგუფი ჩაუდგება პარტიას სათავეში. სხდომა 2002 წლის 15 მაისს გაიმართება. მომავალ სხდომამდე მოქალაქეთა კავშირის წევრებმა მოილაპარაკეს პარტიის რეორგანიზაცია ჩაატარონ. ეს იქნება პარტიის გარდაქმნის პერიოდი. ზურა ჟვანია 9 კაციანი საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ედვარდ სურმანიძე – მის მოადგილედ. ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლევან მამალაძემ, რომელიც ჟვანიის გუნდის მოწინააღმდეგ იყო მიჩნეული, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოქალაქეთა კავშირის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს პარტიის დაშლის თავიდან ასაცილებლად.