ახალი ამბები

ბოლო ინფორმაციები ს.მ.კ.-ს ყრილობიდან

მოქალაქეთა კავშირი თავმჯდომარის გარეშე – 18:14

მოქალაქეთა კავშირის სხდომამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.  “შეხვედრის დაძაბულობის გარეშე ჩატარება გამოიწვია მხარეებს შორის შეთანხმებამ და კომპრომისმა,” განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურა ჟვანიამ.

როგორც მოსალოდნელი იყო პარტიის წევრებმა თავმჯდომარის პოსტი გააუქმეს. 

შემდეგ სხდომამდე 9 კაცისგან შემდგარი ჯგუფი ჩაუდგება პარტიას სათავეში. სხდომა 2002 წლის 15 მაისს გაიმართება. მომავალ სხდომამდე მოქალაქეთა კავშირის წევრებმა მოილაპარაკეს პარტიის რეორგანიზაცია ჩაატარონ. ეს იქნება პარტიის გარდაქმნის პერიოდი.

ზურა ჟვანია 9 კაციანი საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ედვარდ სურმანიძე – მის მოადგილედ.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლევან მამალაძემ, რომელიც ჟვანიის გუნდის მოწინააღმდეგ იყო მიჩნეული, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოქალაქეთა კავშირის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს პარტიის დაშლის თავიდან ასაცილებლად.

ჟვანიას ერთ-ერთმა ოპონენტმა მოქალაქეთა კავშირი დატოვა – 15:42

რევაზ ამაშუკელმა, რომელიც ჟვანიას რეფორმატორთა გუნდის მოწინააღმდეგედ ითვლება, მოქალაქეთა კავშირი დატოვა. ამის შესახებ დღეს პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი.

ამაშუკელი მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მიხეილ მაჭავარიანმა პარტიის რეორგანიზაციის პროგრამო წარმოადგინა – 15:17

ყოფილმა საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა წარმოადგინა ს.მ.კ-ს რეორგანიზაციის პროექტი. დოკუმენტაციის თანახმად პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა გაუქმნდეს.

მოქალაქეთა კავშირს 9 კაცისგან შენდგარი ჯგუფი ჩაუდგება სათავეში. ამ ჯგუფმა უნდა მოამზადოს პარტია შემდეგი ყრილობისთვის, რომელიც 2002 წლის მაისში გაიმართება.

ჯერ არ არის ცნობილი დაამტკიცებს თუ არა პარტია წარმოდგენილ პროექტს.Pმოქალაქეთა კავშირის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა რომ პარტიას ლიდერი სჭირდება, აქედან გამომდინარე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტი არ გაუქმდება

პარტიას ლიდერი ჭირდება – აცხადებს შევარდნაძემ – 14:45

მოქალაქეთა კავშირის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა რომ პარტიას ლიდერი სჭირდება. “ლიდერის გარეშე პარტიას გაუჭირდება სერიოზული პრობლემების გადაჭრა,” განაცხადა მან.

ამჟამად მოქალაქეთა კავშირი თავმჯდომარის გარეშეა. სექტემბერში პრეზიდენტმა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა. ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა რომ შევარდნაძის წასვლამ პარტიაზე დადებითად იმოქმედა.

ს.მ.კ. ცვლილებებისთვის ემზადება – 12:55

დღეს თბილისში “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” (ს.მ.კ.) რიგით მეოთხე ყრილობა გაიხსნა. მას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ესწრება. იგი ყრილობაში რიგითი წევრის სტატუსით მონაწილეობს.

ყრილობამდე ორი დღით ადრე პარტიის შიგნით დაპირისპირებული მხარეები, ლევან მამალაძე და ზურაბ ჟვანია პარტიის რეორგანიზაციის თაობაზე შეთანხმდნენ.

მოსალოდნელია, რომ გაუქმდება თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის პოსტები. ამჟამად ს.მ.კ-ის გენერალური მდივანი ჟვანიას გუნდის წევრი ედვარდ სურმანიძეა. პარტიის ხელმძღვანელობა დაახლოებით 7-9 კაციან საბჭოს დაევალება.

ასეთი ფორმით ს.მკ.-მ მომდევნო ყრილობამდე უნდა მიაღწიოს, რომელიც არაუგვიანეს 2002 წლის 15 მაისს უნდა გაიმართოს. 

Back to top button