
თარგამაძემ გაზეთ “რეზონანსთან” სასამართლო პროცესი წააგო
(თბილისი. 21 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. თარგამაძე “რეზონანსს” ცილისწამებისთვის უჩიოდა და მისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 მილიონ ლარს ითხოვდა. მაისში გაზეთმა რეზონანსმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ კახა თარგამაძემ არალეგალურად საფეხბურთო კლუბ “დინამო”-ს დაეპატრონა. კახა თარგამაძე რიგით მეორე თანამდებობის პირია რომლის სარჩელიც საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 18 დეკემბერს სასამართლომ ერვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან ბერძენიშვილი გაამართლა. მას ასევე ცილისწამებისთვის ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილ უშიოდა და მისგან 1 მილიონ ლარს მოითხოვადა.