ახალი ამბები

საპროტესტო აქცია დსთ-ის სამშვიდობო ჯარების გაყვანას ითხოვს

(თბილისი. 21 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს რამოდენიმე ასეული ადამინი შეიკრიბა სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ.  ისინი ქართულ-აფხაზური კონფლიკტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანას მოითხოვენ. 

ოქტომბერში საქრთველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.

30 ნოემბერს მოსკოვში დსთ-ს სამიტზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სანამ არ არის გადაწყნეტილი თუ ვინ შეცვლის რუსეთის ჯარს ისინი დარჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს რამოდენიმე ქვეყანასთან სამშვიდობო ჯარების შემოყვანასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთთანაც.

დღეს აფხაზეთის მხარემ ითხოვა რუსეთის ჯარების მანდატის გაგრძელება, რომელიც 2001 წლის 31 დეკემბერს იწურება.

Back to top button