ახალი ამბები

ჩარჩო-ხელშეკრულება შეჯერების გზაზე

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 21.12.01) – დღეს რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი ჩარჩო-ხელშეკრულების (იხ. “ახალი ჩარჩო-ხელშეკრულება” 15.11.01)  კოორდინატორი რუსეთის მხრიდან ბორის პასტუხოვი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტთან.

“რეზონანსი” ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მხრიდან სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი ყოველთვის ანტიქართული პოზიციით გამოირჩეოდა. ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომისიაში 26 წევრია, მათგან კი უმრავლესობას კომუნისტები წარმოადგენენ.

“რუსეთის მხრიდან ამ სახის სამზადისი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების რატიფიკაცია შესაძლოა ძველზე არანაკლებ გაგრძელდეს, რადგან თავიდანვე იკვეთება, რომ რუსული ვარიანტი წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან”, წერს გაზეთი.

პასტუხოვი ასევე აპირებს არაოფიციალურ გარემოში შეხვდეს სოციალისტური პარტიის ლიდერს ვახტრანგ რჩეულიშვილს, რომელიც მკვეთრი პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევა.

პირველად საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულება 1994 წელს გაფორმდა, თუმცა იგი ძალაში არ შესულა, ვინაიდან რუსეთის სათათბირომ მის რატიფიკაციაზე უარი განაცხადა. “ქართული მხარე მომდევნო ექვსი წელი ელოდა, რომ ორ სახელმწიფოს შორის უმთავრეს შეთანხმებას რუსეთი ვიზირებას მისცემდა”, წერს “რეზონანსი”.

ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის გამწვავებული ურთიერთობების მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამ დოკუმენტის არარსებობას ასახელებენ. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით შემუშავებულიყო ჩარჩო- ხელშეკრულების ახალი ვარიანტი, რაზეც რუსეთი საქარტველოს საგარეო საქმეთა სამინისტორს მიერ ორჯერ გაგზავნილი ნოტის შემდეგ დათანხმდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button