ახალი ამბები

ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებიბი დაიწყო

(თბილისი. 21 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს საგარაო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის ჩარჩრო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მართავს. რუსეთის მხარეს სათათბიროს დ.ს.თ.-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი ხელმძღვანელობს.

ბორის პასტუხოვის განაცხადებით მოლაპარაკებიბი კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართება, რასაც 30 ნეომბერს შევარდნაძისა და პუტინს შეხვედრამ შეუწყო ხელი. ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

აღნიშნული მოლაპარაკებები ერთი თვის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა საქართველოში სამთავრობო კრიზის გამო გადაიდო.

ორ ქვეყანას შორის მოგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა 1994 წელს მოაწერეს ხელი. საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, რუსეთის სათათბირომ ხელშეკრულებას რატიფიკაცია არ გაუკეთა.

ამჟამდ ახალი ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

Back to top button