ახალი ამბები

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში – ბიუჯეტის შესრულების გარანტი

“დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 19.12.01) – დღეს დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთკვირიანი მისია საქართველოში, რომლის ხელმძღვანელი დევიდ ოუენი იყო. კონსესუსი, რომელიც ეკონომიკურ გუნდა და ფონდს შორის შედგა, დაახლოებით ასე გამოიყურება: 2002 წლის საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ერთი მილიარდ 65 მილიონით განისაზღვრა, წერს “დილის გაზეთი” და დასძენს, რომ ამ რაოდენობის გადასახადების აკრეფა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს.

“2002 წლის ბიუჯეტი ისევე ომახიანად გამოცხადდა რეალისტურად, როგორც თავის დროზე 2001 ან ნებისმიერი გასული წლის ბეუჯეტები”, წერს გაზეთი. რვა წლის განმავლობაში დამტკიცებული აბსოლუტურად ყველა წლიური ბიუჯეტი სეკვესტრირებულ იქნა.

“სავალუტო ფონდი (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს) მოითხოვს, შემოსავალი “ზომიერად” დაიგეგმოს, რათა იგი “შესრულებადი” იყოს, ხოლო ეკონომიკური ბლოკი ოპტიმიზმს ამჟღავნებს და “მაქსიმუმით” გეგმავს შემოსავალს”, აღნიშნავს “დილის გაზეთი”.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირეით, ფონდი ფინანსთა სამინისტროს დღეს უნდა მოეთათბიროს.

“დილის გაზეთი” 2001 წლის ბიუჯეტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორგზის სეკვესტრირების მიუხედავად მისი 150 მილიონის ლარით გარღვევა მაინც არის მოსალოდნელი. ხოლო ეს თანხა 2002 წლის ბიუჯეტში “წესის გულისთვის მაინც” უნდა აისახოს.

რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცებას, არავის აქვს იმედი და მათ შორის სავალუტო ფონდს, რომ 2002 წლის ბიუჯეტი პარლამენტში წელს დამტკიცდება, წერს გაზეთი.

მსგავსი/Related

Back to top button