ახალი ამბები

საპარლამენტო ფრაქცები ახალი მემარჯვენეების პროტესტს არ შეუერთდნენ

(თბილისი. 18 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – არცერთი საპარლამენტო ფრაქცია არ შეუერთდა ახალი მემარჯვენეების პროტესტს, რომელიც მათ დღეს გამოთქვეს. ფრაქცია საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება, მანამ სანამ  პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ან მისი მეუღლე გენერალური პროკურორის მოადგილე ბადრი ბიწაძე თანამდებობიდან არ გადადგება.

“ბიწაძის დანიშვნამ მთავრობაში ახალი კლანის გაჩენა გამოიწვევია”, განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ.

დეპუტატების უმრავლესობა თვლის რომ ბიწაძის დანიშვნით კანონი არ დარღვეულა, ხოლო ახალი მემარჯვენეების პროტესტი კი უბრალოდ მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button