ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი უცხოელების დასაცავად სპეციალური ჯგუფის შექმნას აპირებს

(თბილისი. 12 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს საქართველოში უცხოელების მიმართ ჩადენილ დანაშაულს.

12 დეკემბრის, გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაავალა შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს რომ გამოიძიონ ევროკავშირის წარმომადგენლის გიუნტერ ბიუხელის მკვლელობა.

გერმანიის მოქალაქე გიუნტერ ბიუხელი 9 დეკემბერს გვიან ღამით მოკლეს როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა.

საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი დანაშაული იქნა ჩადენილი უცხოელების წინააღმდეგ.  

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button