ახალი ამბები

სააკაშვილმა დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა

(თბილისი. 11 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატი მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტს განსახილველად “დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების” შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

კანონპროექტი ჯერ საპარლამენტო კომიტეტებმა უნდა განიხილონ, რის შემდეგაც ის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს განსახილველად.

აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროში მაშინ შემუშავდო, როდესაც იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იყო. მაშინდელი მთავრობის წევრებისგან ეს კანონპორექტი დიდი წინააღმდეგობას წააწყდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ჩინოვნიკების მიერ უკანონოდ შეძენილი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ამ კანონპროექტის ამოქმედებით უნდა დაიწყოს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button