ახალი ამბები

პუტინი რუსეთის მიერ პანკისის დაბომბვას უარყოფს

(თბილისი. 30 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო რუსული გამანადგურებლების მიერ პანკსის ხეობის დაბომბვის ფაქტი. მისი თქმით, პანკისის ხეობაში ადგილი ჰქონდა ჩეჩენ და დაქირავებულ არაბ მეომრებს შორის შეტაკებას.

ამავე დროს იგი დათანხმდა შევარდნაძის წინადადებას შეიქმნას ერთობლივი რუსულ-ქართული კომისია, რომელიც პანკისში მომხდარს გამოიძიებს.

შევარდნაძისა და პუტინის დღეს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი აპირებს პუტინს რუსული საფრენი საშუალებების მიერ პანკისის დაბომბვის დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button