ახალი ამბები

პარლამენტი ყველა კანდიდატურას არ დაამტკიცებს

(თბილისი. 16 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – პარლამენტი მინისტრობის ყველა კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მას არ დაუკონკრეტებია თუ რომელ კანდიდატურებს გულისხმობს.

პრეზიდენტის მიერ გუშინ გვიან ღამით პარლამენტისადმი წარდგენილ კანდიდატურებში უმრავლესობას ძველი მინისტრები წარმოადგენენ, რაც დეპუტატთა უკმაყოფილებას იწვევს.

თავდაცვისა და უშიშროებისა საპარლამენტო კომიტეტმა უკვე დაიწყო უშიშროების მინისტრობის პოსტზე ვალერი ხაბურძანიას კანდიდატურის განხილვა. როგორც მოსალოდნელია მას ამ თანამდებობაზე დამტკიცებისას პარლამენტის მხრიდან პრობლემები არ შეექმნება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button