ახალი ამბები

ა.შ.შ. საქართველოში მომხდარ მოვლელნებს თვალყურს ადევნებს

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ ა.შ.შ.-ის მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ბაუჩერის განცხადებით ამერიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაარეგულირებენ შექმნილ მდგომარეობას.

ამას გარდა, რიჩარდა ბაუჩერის განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებებისას ცალკე განიხილეს კავკასიაში და უშუალოდ საქართველოში არსებული მდგომარეობა. ასევე ა.შ.შ.-ის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების დარგში გაწეული დახმარებების საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button