ახალი ამბები

“რუსთავი2”-ში შეჭრასთან დაკავშირებით ხვალ საგანგებო სესიას მოიწვევენ

31 ოქტომბერს გამართულ პარლამენტის საგანგებო ბიუროს სხდომაზე ერთსულოვნად გადაწყდა, რომ 1 ნოემბრის საგანგებო სესიაზე რუსთავი 2-ს მიმართ უშიშროების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებაზე იმსჯელებენ.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც რეკორდუკლად მოკლე ვადაში 2-3 დღეში შეძლებს იურიდიული სფუძვლის მომზადებას ძალოვანი მინისტრების პოლიტუკური პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას განცხადებით “როგორც მინიმუმ კომისიის მუშაობის პერიოდში ძალოვან სტრუქტურებს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება”.

საგანგებო სესიას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. თუმცა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დეპუტატები 1 ნოემბრის 11 საათიდან მაინც შეიკრიბებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში და დაიწყებენ მსჯელობას. აღნიშნული შეხვედრა კი 2 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ავტომატურად გადაიზრდება პლენარულ სხდომაში. 

მსგავსი/Related

Back to top button