ახალი ამბები
პრეზიდენტი უშიშროების სამინისტროს ქმედებების გამოძიებას ითხოვს
პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაავალა გამოიკვლიოს რამდენად კანონიერი იყო უშიშროების სამინისტროს მიერ დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან მიმართებაში დღეს განხორციელებული ქმედებები. პრეზიდენტი გენპროკურატურისგან პასუხს ორი დღის ვადაში ელის. თავად “რუსთავი 2” ამ ფაქტს გულგრილად შეხვდა, რადგან კომპანიამ საქართველოს ყველა ძალოვან და სამართალდამცველ სტრუქტურას უნდობლობას უნხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური)