ახალი ამბები

სამინისტროების კვირის მუშაობის მიმოხილვა. 20-27 ოქტომბერი, 2001.

თავდაცვის სამინისტრო

23 ოქტომბერს, ა.შ.შ.-მა და თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მორიგი საჩუქარი, იროქეზის ტიპის 8 ვერტმფრენი გადასცეს. აქედან ორი თურქეთს, დანარჩენი კი ა.შ.შ.-ს ეკუთვნოდათ. საჩუქრის საერთო ღირებულება 6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.   

ვერტმფრენების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ხელისუფლების, აშშ-თურქეთის სამხედრო წამრმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 5 წლის ვადით გაფორმდა ვერტმფრენების გადმოცემასთან ერთად, სხვა დახმარებასაც ითვალისწინებს. ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთი აღნიშნული ვერტმფრენებისათვის 40 ტონა საწვავს გამოჰყოფს, თურქეთივე უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, ნაწილების, სპეციალური კონსულტანტების მოვლინებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადება ჩათვლით.

***

25 ოქტომბერს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი ჩამოვიდა. თავის ქართველ კოლეგასთან დავით თევზაძესთან შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა სამხედრო თანამშრომლობისთვის მზად არის.

27 ოქტომბერს თევზაძემ და სარქისიანმა თბილისში, თურქეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით აშენებულ სასტუმრ “თორში”, რომელიც საქართველის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ვიზიტის შემაჯამებელ ოქმს მოაწერეს ხელი.

მინისტრები სომხეთისა და საქართველოს გენერალური შტატბების ხელმძღვანელების რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდენენ. 

***

25-27 ოქტომბერს საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ექსპერტთა შვიდკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია მომავალ წელს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილია მრავალეროვნული სამხედრო სახმელეთო წვრთნების “ქოოფერათივ ბესტ ეფორდ – 2002”-ის ჩატარება.

ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფმა ამასთან დაკავშირებით დაგეგმარების სპეციალური კონფერენცია ჩაატარა.

შინგან საქმეთა სამინისტრო

გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო შინაგან საქმეთა მინისტრსა და რეფორმატორთა გუნდს შორის დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ც აღმოჩნდა ჩათრეული.

24 ოქტომბერს მინისტრმა კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის, პარლამენტარ ელენე თევდორაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ აქტიურად ხდება საზოგადოებრივი აზრის დამუშავება, რომელიც შ.ს.ს. დისკრედიტაციასა და ჟურნალიტ გიორგი სანაიას მკვლელობის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე გადაბრალებას ისახავს მიზნად.

იმავა დღეს მინისტრის მოადგილემ ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ სამინისტროს გააჩნია მასალები, რომელიც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის უკანონო ქმედებებს ადასტურებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. 

მინისტრის მოადგილემ “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში არ დააკონკრეტა თუ რას შეეხება სისხლის სამოართლის საქმე.

***

25 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი მარეკს სეგლინეში ეწვია.

26 ოქტომბერს ლატვიის შ.ს. მინისტრი თავის ქართველ კოლეგას კახა თარგამძეს შეხვდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ოქმს ორგანიზებული დანაშაულის, ტეორიზმისა და ნარკობიზნესის წინააღმგდეგ ბრძოლის აფეროში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად ხელისუფლებისთვის (თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით) საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა 26 ოქტომბერს, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დაიწყო გუდაუთის ბაზის გატანის პროცესი.

საგარეო უწყებას ამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია რა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ კიდევ ერთხელ დააყენა ბაზის ლიკვიდაციის პროცესის გამჭვირვალეობის საკითხი, რასაც რუსეთის მხარე არ თანხმდება.

***

გასულ კვირას, საქართველოში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ადრიან სევერინი იმყოფებოდა.

25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შოთა დოღონაძესთან შეხვედრისას მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად აფხაზეთში შექმილი მდგომარეობაც განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში დ.ს.თ.-ის ეგიდით მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალები არაეფექტურია და უცილებელია მათი მრავალეროვნული სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლება, რომელშიც რუსი ჯარისკაცებიც იქნებიან.

ფინანსთა სამინისტრო   

23 ოქტომბერს, პარლამენტმა, როგორც იქნა საბოლოოდ დაამტკიცა ცვლილებები 2001 წლის ბიუჯეტში. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 183 მილიონი ლარით შემცირდა.

ამის პარალელურად პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელმაც 2001 წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობაში პასუხისმგებელი მინისტრები და სხვა პირები უნდა დაასახელოს. რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს, ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს ეხება.

კომისიამ თავისი დასკვნები ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს.

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროში შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერები ბრუნდებიან. იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა 23 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიური პოლიციეს ყოფილი თავჯდომარე დემურ მიქაძე დანიშნა.

გილიგაშვილმა 27 ოქტომბერს კი განაცხადა, რომ იგი აღშფოთებულია იმ მდგომარეობით, რომელიც მას პენიტენციალურ სისტემაში დახვდა. იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების გატარებას აპირებს. გილიგაშვილის განცხადებით თანამდებობას დატოვებს ყველა არაპროფესიონალი, რომელიც წინა მინისტრის მიხეილ სააკაშვილის დროს მოვდნენ.

Back to top button