ახალი ამბები

ვაკეში არჩევნები დაიწყო

21 ოქტომბერს დილის 8 საათზე თბილისის ვაკის რაიონში განმეორებითი საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნები დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნები საკმაოდ მაღალი აქტიურობით მიმდინარეობს და 13:00 საათისათვის მასში უკვე ვაკის რაიონის ამომრჩეველთა 10%-მა მიიღო მონაწილეობა.

საარჩევნო უბნებში სერიოზული დარღვევები ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება თუმცა ორ უბანზე ადგილი ქონდა მცირე გაუგებრობებს. ერთ-ერთ მათგანში უთანხმოება გამოიწვია საარჩევნო უბნისა და ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების განსხვავების საკითხმა. რამდენიმე უბნის საარჩევნო სიაში კი გამორჩენილია ვაკის რაიონში ჩაწერილ მოქალაქეთა გვარები.

Back to top button