
საქართველოში ინტერნეტის შესახებ საკანონმდებლო ბაზის შექმნას ცდილობენ
19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინტერნეტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კანონმდებლობის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები განიხილეს. სხდომა პარლამენტის ეკონომიკური პლიტიკის კომიტეტის და ინტერნეტის გლობალური პოლიტიკის პროექტის (ინტერნიუსი) მიერ ჩატარდა და მას ძირითადად არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნონ. სხდომის მთავარს მიზანს ინტერნეტის პოპულარიზაციისა და დანერგვისათვის ხელშეწყობა წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი სამთავრობო სტრუქტურებში. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ინტერნეტისა და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსათვის ლიბერალური კანონმდებლობის შემუშავება. ასევე განხილულ იქნა ინტერნეტის სფეროში მომუშავე ორგანიზეციებისათვის გარკვეული შეღავათების მინიჭება და ამ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დანაშაულებების თავიდან აცილება.