ახალი ამბები
ოპოზიცია პარლამენტში ცვლილებებს ითხოვს
საპარლამეტნო ოპოზიცია ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრების მიერ საპარლამენტო კომიტეტების თავჯდომარეთა პოსტების დატოვებას მოითხოვს. დღეს, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე ფრაქციათა თავჯდომარეების შეხვედრაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების საკითხი განიხილეს. “სოციალისტთა” ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, არსებული რეგლამენტი რეალობას აღარ შეესაბამება. ამჟამად “მოქალაქეთა კავშირში” მხოლოდ 45 პარლამენტარიღა დარჩა ამიტომ იგი უმრავლესობა აღარ არის. შესაბამისად მისმა წევრებმა კომიტეტების თავჯდომარეობის პოსტებიც უნდა დატოვონ, აცხადებს რჩეულიშვილი. საპარლამენტო უმრავლსობა ოფიციალურად დაშლილად გასულ კვირას გამოცხადდა.
This post is also available in: English (ინგლისური)