ახალი ამბები

საგარეო უწყება რუსეთის სამშვიდობო ძალებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის გენერალ სიდორიჩევის განცხადება სამშვიდობო ძალების მანდატთან დაკავშირებით პროვოკაციად აფასებს.

გენერალ სიდორიჩევის თქმით სამშვიდობო ძალები ცეცხლს გახსნიან როგორც კი ისინი ჩათვლიან, რომ საფრთხე ემუქრებათ. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება მათ წინააღმდეგ ცეცხლი რომც არ გაიხსნას.

საქართველოს საგარეო უწყება ამგვარ განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის ნაწილად მიიჩნევს.

საქართველო კონფლიქტის ზონაში 1994 წლიდან დ.ს.თ.-ს ეგიდით მყოფი რუსი სამშვიდობო ძალების, მრავალეროვნული ძალებით ჩანაცვლებას ითხოვს.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button