
რუსი სამშვიდობოები ქართველებს კლავდნენ, ძარცვავდნენ, აწიოკებდნენ…
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი” როგორც ცნობილია, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგების შემდეგ გალის რაიონში (ქართველებით დასახლებული რაიონი) არაერთი სადამსჯელო ოპერაცია განხორციელდა, რომლის მსხვერპლი, დღევანდელი მონაცემებით, 1 700 ქართველს შეადგენს. გაზეთის ინფორმაციით, ოფიციალურად დაფიქსირებულია 70-ზე მეტი დანაშაული, რომლებიც რუსი მშვიდობისმყოფელების ხელშეწყობით განხორციელდა. “რეზონანსს” მოჰყავს რამდენიმე მაგალითი იმ კრიმინალისა, რომლებიც რუსმა სამშვიდობოებმა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების წანააღმდეგ ჩაიდინეს. მაგალითად, 1996 წელს სოფელ სიდაში ჯავშანტრანსპორტიორით მოკლეს 35 წლის გოჩა ნაყოფია. მრავლად არის დაფისირებული რუსი სამშვიდობოების მიერ ჩადენილი მკვლელობები, ქართველი მოსახლეობის დაწიოკებისაა და ფულის გამოძალვის ფაქტები. რუსი სამშვიდობოები ასევე შემჩნეულნი არიან კონტრაბანდის ხელშეწყობასა და სხვა სახის კრიმინალში. არსებობს ინფორმაცია, რომ კონტრაბანდას განსაკუთრებით ხელს უწყობდა მაიორი ბულატოვი. “რუსი სამშვიდობო ძალების სეპარატისტებისადმი თანადგომა იარაღითა და მძიმე ტექნიკით მომარაგებაშიც გამოიხატებოდა”, წერს “რეზონანსი”. თავიანთი “ამაგისათვის” რუსებმა საჩუქრებიც მიიღეს. რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი სერგეი იაკუშევი აფხაზებმა ძვირადღირებული უძრავი ქონებით დააჯილდოვეს და გულრიფშის რაიონში ზღვის პირას არაჩვეულებრივი აგარაკი აჩუქეს, რომელიც ადრე ერთ-ერთ ქართველ პოეტს ეკუთვნოდა. “რეზონანსის” ცნობით, სოხუმიდან მოსახლეობა იხიზნება. საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ ზუგდიდის მაცხოვრებლებიც. ზუგდიდში მცხოვრებ ლტოლვილებს მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის ომით დაბრუნება გამორიცხულია, ვინაიდან ეს იგივე რუსეთთან ომია. “დილის გაზეთი” აფხაზეთში ქართველი პარტიზანების საქმიანობაზე საუბრობს. “ქართველი პარტიზანები, ჩეჩნებთან ერთად, უბრალოდ, ძალის დემონსტრირებას ახდენდნენ და ეს მისია კარგადაც შეასრულეს. მოწინააღმდეგეს დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა ის დღეები. ახლა სიტყვა საქართველოს ხელისუფლებაზეა, გონივრულად გამოიყენოს ეს ვითარება და აიძულოს მოწინააღმდენე მხარე კონსტრუქციულ მოლაპარაკებაზე დაჰყვეს”, წერს გაზეთი. გაზეთი ასევე საუბრობს ზოგადად პარტიზანების დანიშნულებაზე და აღნიშნავს, რომ მათი ამოცანაა, აიძულოს მოწინააღმდეგე კომპრომისზე წამოვიდეს. ეს იყო პარტიზანების ტაქტიკური სვლა, როდესაც მათ და ჩეჩნებმა შეგნებულად შეწყვიტეს ახაზეთში მოქმედება. “მათ ძალების აღდგენა, იარაღით, სურსათით მომარაგება სჭირდებოდათ”, წერს გაზეთი. მას მიაჩნია, პარტიზანთა მიზანი ნაწილობრივ ჯერ კიდევ მიუღწეველია, ვიაიდან აფხაზები თავს კვლავ გამარჯვებულებად გრძნობენ და აცხადებენ, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში ასოცირებულ წევრად შედის. გაზეთის აზრით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მსგავსი განხადებები მხოლოდდამხოლოდ სეპარტისტულ იდეოლოგიას ემსახურება. მოამზადა სალომე ჯაშმადღევანდელი “რეზონანსი” საუბრობს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც აფხაზეთში დისლოცირებულმა დ.ს.თ.-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს 1994 წლიდან დღემდე აქვთ ჩადენილი.