ახალი ამბები

საქართველომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

საქართველოს საგარეო საქმაეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ გუდევს საპროტესტო ნოტა გადასცა.

პროტესტი რუსეთის გამანადგურებლების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირებულ ფაქტებს უკავშირდება.

საგარეო უწყება საზღვრის დარღვევის ფაქტებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად განიხილავს.

მხოლოდ დღეს საქართველოს საჰაერო სივრცეში ათი რუსული გამანადგურებელი შემოიჭრა. საზღვრის დარღვევა ძირითადად კოდორის მიდამოებში ხდება.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button