ახალი ამბები

მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს – აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი

“ამ ეტაპზე საქართველოსთან მოლაპარაკებების განახლებას აზრი არ აქვს”, აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია.

გუშინ საღამოს, სოხუმის ტელევიზიით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ სანამ ქართველ-ჩეჩენთა შეიარაღებული დაჯგუფებები არ იქნება განადგურებული, ან ისინი არ დატოვებენ აფხაზეთის ტერიტორიას, სამშვიდობო მოლაპარაკებები არ განახლდება.

15 ოქტომბერის ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ აფხაზებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. “წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენება გახდება საჭირო, თუმცა ეს უკიდურეს შემთხვევაში მოხდება”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button