skip to content
ახალი ამბები

“საქართველო ძალას უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს” – პრეზიდენტი შევარდნაძე

“იმ შემთხვევაში თუ აფხაზური მხარე არ დათანხმდა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სტატუს და სოხუმი მოლაპარაკებებს არ განაახლებს საქართველო კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის გამოყენებს, თუმცა ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ედუარდ შევარდნაძე მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის მზადყოფნის შესახებ. თუმცა აქვე დასძინა, რომ ეს პროცესი გაჭიანურდება და მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონას მალე არ დატოვებენ.

პრეზიდენტი აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას ოპტიმისტურად უყურებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებს მისი წინამორბედის ბორის ელცინის შეცდომას და აფხაზეთის კონფლიქტში უარყოფით როლს არ შეასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button