skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა 12:14 11.10

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში საქართველოს ელჩს ზურაბ აბაშიძეს, გუშინ გვიან საღამოს, საპროტესტო ნოტა გადასცა. ნოტაში ნათქვამია, რომ რუსეთი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებში მთლიანად ქართულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას. “ოფიციალური თბილისის მცდელობა დაადანაშაულოს რუსეთი აფხაზეთის დაბომბვაში უსაფუძვლოა”, ნათქვამია ნოტაში.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვხტანგ ქუთათელაძემ რუსული მხარე კოდორის ხეობის დაბომბვაში ოფიციალურად დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რამოდენიმეჯელ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე კოდორის მიდამოებში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button