Placeholder canvas
ახალი ამბები

აფხაზეთში ტერორისტთა 500-700 კაციანი ახალი დაჯგუფება შევიდა – ინტერფგაქსი

აფხაზეთის მთიან რაიონებში საქართველოს ტერიტორიიდან ჩეჩენ-ქართველთა ახალი შეიარაღებული დაჯგუფებები შემოვიდნენ, აცხადებს რუსული საინფორმაციო საგენტო “ინტერფაქსი” აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით.

ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ იგი პასუხისმგებელი არ არის იმაზე რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გაუკონტროლებელ რეგიონებში ხდება.

დღეს დილით შეიარაღებულ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი ოჩამჩირის სიახლოვეს. მცირედი წარმატების შემდეგ ქართულ-ჩეჩნეურ დაჯგუფებებს უკან დახევა მოუხდათ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button