ახალი ამბები
აფხაზეთში შეტაკებები გრძელდება
კოდორის ხეობაში შეიარაღებული შეტაკებები აფხაზ და ჩეჩნურ-ქართულ დაჯგუფებებს შორის გრძელდება, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მიქანბა. მისი თქმით ტერორისტებმა არ შეასრულეს აფხაზური მხარის ულტიმატუმი და არ დატოვეს კოდორის ხეობა 7 ოქტომბრის 10 საათამდე. გუშინ ა.შ.შ.-დან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის ნაწილია. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩეჩენი მეომრები არ იმყოფებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)