ახალი ამბები

პანკისში ერთი მძევალი გაანთავისუფლეს

პანკისში კრიმინალებმა გუშინ გატაცებული აზიზ ხალილოვი გაანთავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მძევლის განთავისუფლება გამოსასყიდის გარეშე მოხდა. გამტაცებლები დაკავებულნი არ არიან, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ კრიმინალთა ვინაობა მათთვის ცნობილია. სხვა დეტალებს პოლიცია არ ახმაურებს.

ხალილოვის განთავისუფლებისთვის გამტაცებლები 30,000 დოლარს ითხოვდნენ.

კვლავ გაურკვეველი რჩება ორი ესპანელი ბიზნესმენის ბედი, რომლებიც ასევე პანკისის ხეობაში ყავთ გამტაცებლაბეს გადამალული.

Back to top button