ახალი ამბები

საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ფართომაშტაბიანი პროვოკაცია მზადდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ფართომაშტაბიანი პროვოკაცი მზადდება, კერძოდ კი აფხაზეთის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. საგარეო უწყების მტკიცებით აღნიშნული პროვოკაცია ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება, რაც მანამდეც მომხდარა. სამინისტროს წარმომადგენელი კახა სიხარულიძე არ აკონკრეტებს თუ რომელი ძალა უდგას სათავეში ამ პროვოკაციას, თუმცა მინიშნებას აშკარად რუსეთზე აკეთებს. მისივე თქმით მორიგი გართულებების აღსაკვეთად სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებზე დაყრდნობით საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი ჩეჩნური დაჯგუფებები კოდორის ხეობაში არ იმყოფებიან, თუმცა არ გამორიცხავს მათ არსებობას კოდორის ხეობის გარეთ.

Back to top button