ახალი ამბები

ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბ ჟვანიასი იქნება

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”

“უმრავლესობაში მიმდინარეობს რესტრუქტურიზაციის პროცესი”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ გუშინ გამართულ უმრავლესობის დახურულ სხდომაზე. სხდომიდან გამოსული დეპუტატები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ეს დღე მათი პარლამენტში მოღვაწეობის განმავლობაში ყველაზე დაძაბული იყო. “ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კულმინაციას მიაღწია”, წერს “რეზონანსი”.

გაზეთი გუშინდელ სხდომას “გარჩევას” უწოდებს. ამ “გარჩევას” მას რიგრიგობით ტოვებდნენ პარლამენტარები.

მოქალაქეთა კავშირი ფრაქციებად იშლება. პარლამეტარი ირაკლი გოგავა პირველია, რომელიც დღეს საკუთარ ფრაქციას სახელწდებით “ალიანსი ერთიანი საქართველოსათვის” ოფიციალურად გააფორმებს. “ამ ფრაქციის უკან უკვე დიდი ხანია ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე მოიაზრება”, წერს “დილის გაზეთი”.

უმრავლესობის დაშლასთან დაკავშრიებით “ახალი თაობა” ექსპერტ ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა. ბერძენიშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ოცი ფრაქცია შეიქმნება, თუმცა პარლმანეტში მაინც შეიქმნება უმრავლესობა. “ეს უმრავლესობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ზომიერების (ზურაბ ჟვანიას ფრაქცია),  ინტელექტუალების, მრეწველების, ტრადიციონალისტების და ახალი აფხაზეთისაგან… ასე რომ, მოსალოდნელია, პარლამენტის თავმჯდომარეს შერჩეს უმრავლესობა, მაგრამ პრეზიდენტს – არა”, აცხადებს რესპონდენტი.

თუმცა “რეზონანსს” მიაჩნია, რომ პრეზიდენტისაგან “მიტოვებული და დაობლებული უმრავლესობის წევრები” არ ემიჯნებიან თავიანთ ყოფილ ლიდერს და მისი გულის მოგებას ცდილობენ.

 

Back to top button