ახალი ამბები

ახალი ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” შეიქმნა

დღეს ახალი საპარლამენტო ფრაქცია “ალიანის ახალი საქართველოსთვის” ოფიციალურად გაფორმდება. ფრაქციის თავჯდომარე ირაკლი გოგავა იქნება. “ალიანსში” საპარლამენტო უმრავლესობის 18-მდე წევრი გაერთიანდება. ახალი ფრაქცია, ქვემო ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ლევან მამალაძის სახელთან ასოცირდება, შესაბამისად “ალიანსი” პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკის მხარდამჭერი იქნება.

უმრავლესობაში მიმდინარე ცვილებები არ ნიშნავს მის დაშლას, განაცხადა გუშინ გვიან საღამოს დასრულებული უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარლამენტის თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.

უმრავლესობის წევრებისგან კიდევ სამი ახალი ფრაქციის შექმნაა მოსალოდნელი. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ჩამოყალიბდება თუ არა ე.წ. რეფორმატორთა გაერთიანება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button