ახალი ამბები

არასამთავრობოები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ დააკომპლექტებენ

გუშინ გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არასამთავრობო ორგანიზაების წარმომადგენლებით დაკომპლექტების საკითხი ვერ მიიღეს. ამის შედეგად კი შესაძლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამოდენიმე კვირით გადაიდოს, განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.

საკითხის ჩავარდნის მიზეზი ქვორუმის არ არსებობა გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისის დასამტკიცებლად სხდომათა დარბაზში 157 დეპუტატის ყოფნა იყო აუცილებელი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარლამეტნართა დიდ ნაწილს საარჩევნო კომისიის არასამთავრობოებით დაკომპლექტება არ სურს.

მსგავსი/Related

Back to top button