ახალი ამბები

აფხაზეთში ფართომაშტაბიანი შეიარაღებული შეტაკება გამორიცხულია

ინფორმაცია აფხაზეთში სიტუაციის მოსალოდნელი გაუარესებისა და სამხედრო შეტაკებების შესახებ გადაჭარბებული და პროვოკაციულია, განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა. ამასთან მან დაადასტურა ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების არსებობის შესახებ. თუმცა დიტერ ბოდენს არ გააჩნია ინფორმაცია ამ ჯგუფებში ჩეჩენი მებრძოლების არსებობის შესახებ.

თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის თანხმობის თანავე გაეროს მისია კოდორის ხეობის მონიტორინგის პროცესს დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მას-მედიის განცხადებით ჩეჩენმა პარტიზანებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაშიც შეაღწიეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი უარყოფენ ამ ინფორმაციას, თუმცა დასძენენ, რომ ამდაგვარი ჯგუფები არა კოდორში, არამედ აფხაზეთის სხვა ნაწილებში იმყოფებიან.

მსგავსი/Related

Back to top button