ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს საფრთხეს არ უქმნის

“საქართველოს რუსეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, განაცხადა დღეს მოსკოვიდან დაბრუნებულმა საქართელოს გენერალური შტაბის მეთაურმა ჯონი ფირცხალაიშვილმა. ფირცხალაიშვილის თქმით მან შეძლო დაერწმუნებინა ოფიციალური მოსკოვი, რომ ჩეჩენი მეომრები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ფირცხალაიშვილმა კატეგორიულად გამორიცხა პანკისის ხეობაში რუსეთ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

გენშტაბის მეთაური რამოდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებთან ტერორიზმის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა.

მსგავსი/Related

Back to top button