ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი შსს-ს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

“ახალი თაობა”, “რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

მიხეილ სააკაშვილი კვლავ დაუპირისპირდა შინაგან საქმეთაAმინისტრს კახა თარგამაძეს. “ახალი თაობა”, როგორც ყოველთვის, ირონიული განწყობით საუბრობს იუსტიციის ყოფილ მინისტრზე: “მიხეილ სააკაშვილი ახალ ამპლუაში გამოვიდა და ამჯერად აფხაზეთში შექმნილი დაძაბული სიტუაციით დაინტერესდა”.

სააკაშვილმა თავის თანამოაზრეებთან ერთად გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენები საშიშ პროვოკაციად მიიჩნია. – ამ მოვლენებს არანაირი კავშირი არა აქვთ აფხაზეთის დაბრუნებასთან. მათი მიზანია საქართველოში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება, შევარდნაძის მოშორება და ხელისუფლებაში პრორუსული ძალებისა და კახა თარგამაძის ჯგუფის მოსვლა, აღნიშნა მან.

“რეზონანსი” ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეების მოთხოვნას ხალხისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების შესახებ და წერს: “ის, რომ ხალხს მინიმალური რეალური ინფრომაცია აქვს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იმდენად ნათელია, რომ ხალხი სამარშრუტო ტაქსებსა და ტრანსპორტის სხვა საშუალებებში უკვე საუბრობს აფხაზეთში ომის დაწყებასა და სავარაუდო დესტაბილიზაციაზე”. ამ განცხაებიდან ნათელია, რომ გაზეთი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას აფხაზეთთან დაკავშირებით.

“თარგამაძე პარასკევს ისევ მიემგზავრება მოსკოვში, დარწმუნებული ვარ, ახალი ინსტრუქცების მისაღებად”, განაცხადა სააკაშვილმა.

ბრალდებებს კახა თარგამაძემ პრესკონფერენციით უპასუხა. მან, რა თქმა უნდა, უარჰყო ყველა ბრალდება და მას ავადმყოფს უწოდებს. მისი განცხადებით, მოსკოვში პრეზიდენტის დავალებით მიემგზავრება. კახა თარგამაძე მოსკოვში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიწვევით ჯერ კიდევ 20 სექტემბერს უნდა ჩასულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ვერ წავიდა. ქვეყანაში ახლა შექმნილი გაცილებით უარესი მდგომარეობის დროს კი გადაწყვიტა წასულიყო. მინისტრის ასეთი მოქმედება “დილის გაზეთისთვის” გაუგებარია.

მსგავსი/Related

Back to top button