ახალი ამბები

სააკაშვილი აფხაზეთში შექმნილ დაძაბულობაში კახა თარგამაძეს ადანაშაულებს

“აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის მიერ არის ინსპირირებული”, განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდარმა მიხეილ სააკაშვილმა. ამ მოსაზრებას პარლამენტარები კოტე კემულარია, პეტრე ცისკარიშვილი და კობა დვითაშვილიც ეთანხმებიან.

სააკაშვილის განცხადებით, თარგამაძის მიზანია ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შექმნა, რის შემდეგაც იგი ხელისუფლების ხელში ჩაიგდებას შეეცდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული დეპუტატები პარლამენტის სპეციალური სესიის მოწვევას მოითხოვენ.

მსგავსი/Related

Back to top button