ახალი ამბები

პარლამენტი ხვალ აფხაზეთის საკითხს განიხილავს

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”

“აფხაზეთში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დადგა დრო, პარლამენტმა აფხაზეთის საკითხი დღის წესრიგში დააყენოს”, წერს “რეზონანსი”. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი იმასა, რომ გუშინ საპარლამენტო ოპოზიციამ დაასრულა ბოიკოტი, რომელიც ორ თვეზე დიდხანს გრძელდებოდა. კვლავ გაერთიანებული პარლამენტიც ჩვეული, საკმაოდ მონოტონური და მოსაწყენი რიტიმით განახლდა, წერს “დილის გაზეთი”.

ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების მიზეზი ქვეყანაში არსებული მძმე დგმარეობაა (“ახალი თაობა”).

ერთ-ერთი, რის განხილვასაც ოპოზიცია მოითხოვს, არის აფხაზეთის საკითხი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მასზე მსჯელობა გუშინვე დაიწყო. “თუმცა ასე დაჩქარებული ტემპით განხილვა აფხაზეთში ვითარების დაძაბვას და მასთან დაკავშირებით რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უფრო უკავშირდებოდა, ვიდრე ოპოზიციის “დაჟინებულ” მოთხოვნას”, წერს “დილის გაზეთი”.

ფრაქცია “აფხაზეთის” თავმჯდომარე გივი ლომინაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს აუცილებელია კონსტიტუციაში დაფიქსირდეს, რომ აფხაზეთის ავრტონომიური რესპუბლიკა იურიდიულად არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. “ეს იქნება დასაწყისი იმ მოძრაობისა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ენგურის ნაპირიდან”, ამბობს ლომინაძე.

მსგავსი/Related

Back to top button