ახალი ამბები

ომის საფრთხე რეალურია? – ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები, მათ შორის საქართველოს პარლამენტი არ ფლობს ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე კოდორის ხეობიდან გაერთიანებული ქართული და ჩეჩნური შეიარაღებული დაჯგუფებების შეჭრის თაობაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე გია ბარამიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ზემოდ აღნიშნულ ინფორმაციას. იგი მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამწვავებსას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე რომელსაც საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები არ აკონტროლებენ, თუმცა ადასტურებს რომ თავად არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დაახ. 400 კაციანი ჩეჩნური დაჯგუფება იმყოფება. ასეთ ტერიტორიად იგი არ მიიჩნევს კოდორის ხეობას.

ბარამიძის მტკიცებით ამ ინფორმაციის გავრცელება არის იმ პროვოკაციათა სერიის გაგრძელება რომელსაც რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები გეგმაზომიერად ახორციელებენ საქართველოს მიმართ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა (ინტერფაქსზე დაყრდნობით) გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ კოდორის ხეობაში შეიჭრენ გაერთიანებული ქართულ ჩეჩნური დაჯგუფებები

Back to top button