ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 24 სექტემბერი. 2001

24 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე ოპოზიცია სრული შემადგენლობით გამოცხადდა, თუმცა მათი დასწრება ხანმოკლე აღმოჩნდა. ოპოზიციის სახელით ვახტანგ რჩეულიშვილმა პირობები წაუყენა ბიუროს: იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დათანხმდება იმ ოთხი დეპუტატის საკითხის განხილვას, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონგარეშედ გამოაცხადა და საარჩევნო კოდექსის ისეთ ცვლილებას განახორციელებს, როგორიც ყველა მხარისათვის მისაღებია, მაშინ ოპოზიცია შეწყვეტს სხდომების ბოიკოტირებას და მიიღებს მონაწილეობას პლენარული სხდომების მუშაობაში. ოპოზიციამ აღნიშნული ულტიმატიმის შემდეგ ბიუროს დარბაზი დატოვა და პასუხს აღარ დაელოდა. ბიურომ განსაზღვრა, რომ 4 კანონგარეშე დეპუტატის ბედი იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების დასკვნის საფუძველზე გადაწყდება.

ტრადიციონალისტმა მაია ნადირაძემ კატეგორიულად დასვა პანკისისა და კოდორის ხეობაში დაძაბული სიტუაციის განხილვის აუცილებლობა. მან მოითხოვა დახურულ პლენარულ სხდომაზე ძალოვანი მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა და მათგან ახსნა-განმარტების მოსმენა. გია ბარამიძემ საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის მოტივით განაცხადა, რომ კომიტეტთან არსებული ნდობის ჯგუფი შეხვდებოდა ძალოვან მინისტრებს და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დახურულ კარს მიღმა დანიხილავდა საკითხს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ ბიუროს წარუდგინა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატურა: იუსტიციის მინისტრიეს პოსტზე როლანდ გილიგაშვილი და ქონების მართვის მინისტრის პოსტზე გოირგი გაჩეჩილაძე.

პარლამენტის ბიუროს სხდომამ მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ჩასვა “საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და დამატებები”, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის არჩევის წესი და სხვა მიმდინარე საკითხები.

მსგავსი/Related

Back to top button