ახალი ამბები

პრეზიდენტის ბრიფინგი. 24 სექტემბერი, ორშაბათი, 2001

რუსეთს საქართველოს დაბომბვის საფუძველი არ გააჩნია

24 სექტემბრის პრეზიდენტის ბრიფინგის დიდი ნაწილი ა.შ.შ.-ის მიერ ანტიტერორისტრული ოპერაციის ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას დაეთმო. პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს ა.შ.შ.-ს, თუმცა აქვე დასძინა, რომ ამერიკა არ მიმართავს დახმარებისთვის საქართველოს, რადგან აქ არსებული სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.

რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო ომს და პანკისის ხეობის შესაძლო დაბომბვას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის განსახორციელებლად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. “თუ მოსკოვი საქართველოს ანექსიაზე წავა, მაშინ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც ჩვენ დაგვიცავს”, განაცხადა შევარდნაძემ.

ამ მხრივ პრეზიდნტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას 5 ოქტომბერს დაგეგმილ ა.შ.შ.-ში ვისიტს ანიჭებს, სადაც აღნიშნული საკითხის დაყენებას აპირებს. სხვათა შორის ეს ვიზიტი ა.შ.შ.-ში მომხდარი ტერაქტების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა როგორც ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა მის გრაფიკში ცვლილებები ჯერ-ჯერობით არ მომხდარა და ვიზიტი უნდა შედგეს.

შევარდნაძე არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის დაფინანსების გამჭვირვალეობას ითხოვს

ბრიფინგზე პრეზიდნეტმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სამოქალაქო საზოგადაოების განვითარებისათვის განკუთვნილი გრანტები პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო ომსა და ხელისუფლების კრიტიკას ხმარდება. “გამჭვირმალე უნდა იყოს ის დახმარება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და დამოუკიდებელი პრესისთვის სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოდის”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. მისი თქმით ამ დახმარებას აძლევენ არა ცალკეულ ორგანიზაციებს, არამედ დემოკრატიის გზაზე მყოფ სახელმწიფოს.

პრეზიდენტის განცხადებით, ა.შ.შ.-ში დაგეგმილი ვიზიტისას იგი ამერიკულ ორგანიზაციებთან დაფინანსების გამჭვირვალეობის საკითხს აუცილებლად დააყენებს.

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობს

პრეზიდნეტი იმედოვნებს, რომ პარლამეტნში იგი უმრავლესობას შეინარჩუნებს. საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამჯამად პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა უმრავლესობის შესანარჩუნებლად. “ზურაბ ჟვანია (პარლამენტის თავჯდოამრე), ნიკო ლეკიშვილი (უმრავლსობის ლიდერი) და დეპუტატთა დიდი ჯგუფი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უნდა შენარჩუნდეს და რაც მთავარია ეს უმრავლესობა პრეზიდნეტის მხარდამჭერი უნდა იყოს”, განაცხადა შევარდნაძემ.

რაც შეეხება პრეზიდეტნის დამოკიდებულებას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებისადმი, მან თავი შეიკავა ეთქვა თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. რამოდენიმე კვირის წინ, ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ ირინა სარიშვილი-ჭანტურია (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე) დეპუტატი გახდებოდა. სარიშვილის ძირითადი კონკურენტი იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მდივანს ათავისუფლებს

24 სექტებრის ბრიფინგზე პრეზიდეტმა შევარდნაძემ დაადასტურა, რომ მან დააკმაყოფილა იუსტიციის საბჭოს მდივნის გია ქათამაძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ქათამაძემ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პრეზიდეტნის მხრიდან, 22 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული კრიტიკის შემდეგ მიიღო. შევარდნაძემ უკმაყოფილება გამოთქვა საბჭოს მუშაობით, რომელის მოვალეობაშიც სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება შედის.

აღსანიშნავია, რომ გია ქათამაძე მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრება, ამიტომ სააკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ხელისუფლებიდან მისი თანამოაზრეების წასვლა სრულიად მოსალოდნელი იყო.


 

მსგავსი/Related

Back to top button