ახალი ამბები

“საქართველოში ნეგატიურმა პროცესებმა იმატა”

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”

დღევანდელ “რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატია სათაურით “საქართველო სიგიჟის ზღვარზე” ეხება იმ აქტუალურ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს და რომლებიც ხელისუფლებისგან ზრუნვას არის მოკლებული. “საქართველოს უამრავი შიდა თუ გარე პრობლემა გაუჩნდა, რომელთაAმოგვარებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ჯერ-ჯერობით სხვა პრობლემებითაა არის დაკავებული”, აღნიშნავს გაზეთი.

რეალური პრობლემები კი შემდეგია: შეიქმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამეგობრობა (ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლკიკა დე-იურედ საქართველოს შემაგდენლობაში შედის). მას ღია ურთიერთობები აქვს რუსეთის ფედერაციასთან. ამასთანავე, რუსეთის დუმამ უკვე განიხილა კანონპროექტი “თავის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სუბიექტების გაწევრიანების” შესახებ.

ქვემო ქართლში ჩასახლებული სვანები საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან მამალაძეს მიწების გამო ედავებიან. მამალაძემ ადგილობრივ აზერბაიჯანელ მოსახლეობას 550 ჰექტარი მიწა დაურიგა, 18 ათასი სვანური ოჯახი კი მიწების გარეშე დატოვა. “სწორედ ამის ფონზე არ გამორიცხავენ, ამ რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე კიდევ ერთი უკმაყოფილების კერა გაღვივდეს”. გარდა ამისა, ამავე რეგიონში მცხოვრები ბერძენი და ქართველი ოჯახები ერთმანეთს დაუპირიპირდნენ.

განსაკუთრებით მძიმეა კოდორისა და პანკისის ხეობების თემა. საქართველოს ხელისუფლება მკვეთრ რეაგირებას არ ახდენს რუსეთის მხრიდან ღია ბრალდებებზე, თითქოს აღნიშნულ რეგიონებში ჩეჩენი ბოევიკები სახლობდნენ, და მას სასაცილოდაც კი მიიჩნევს. “გავრცელებულია ვერსია, რომ სვანეთში ჩეჩნების არსებობა რუსეთს სჭირდება იმის გამო, რათა ჩეჩნების თემა საქართველოს დასაბომბად გამოიყენოს”, წერს “რეზონანსი” მეორე სტატიაში სათაურით “რუსული ბომბის აფეთქებას დიდი ომი მოჰყვება”.

რუსეთის დუმის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულმა ბრალდებებმა და ქართული მხარის არადამაჯერებელმა პასუხებმა წარმოშვა იმის საშიშროება, რომ რუსეთი თავისი სამხედრო ძლიერების დამტკიცებას შეეცდება საქართველოში და კოდორსა და პანკისში წერტილოვან დარტყმებს განახორციელებს, წერს გაზეთი.
 
კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვახტანგ გოგუაძე გაზეთ “ახალ თაობასთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არავითარ შემთხვევაში არ დაბომბავს. იგივეს ირწმუნებიან მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ “საპირისპირო იგრძნობა რუსი პოლიტიკოსების განცხადებებში, სადაც ქართველების მიმართ აგრესიული რუსები ღვარძლს და სიძულვილს ვერ მალავენ”. “რეზონანსი” ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი და მასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენელბიც, რომ სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, საქართველოს მთავრობა კი მას ყურადღების ღირსადაც კი არ მიიჩნევს. როდესაც საქმე ჩეჩენ ბოევიკებსა და რუსეთის მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიას ეხება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის თავად არაფერ შუაშია და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის.

უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ერთადერთი ხელისუფალია, რომელიც რუსეთ-საქარველოს ურთიერთობებს რეალურად უყურებს. იგი აცხადებს, რომ რუსებს საქართველოში სერიოზული აგენტურა ჰყავთ და რუსეთი საქართველოს მიმართ სამხედრო დარტყმების განხორციელებას აპირებს.

“ისე, დაფიქრების ღირსი ნამდვილად არის ის ფაქტი, რომ სწორედ შევარდნაძის სმკ-ს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ და რუსეთ-საქართველოს შორის მოსალოდნელი ურთიერთობების ფონზე, საქართველოში ნეგატიურმა პროცესებმა იმატა”, წერს “რეზონანსი”.

მსგავსი/Related

Back to top button